სიახლეები
სკოლა " მონპარნასი" -ს მე–7 კლასელებს 7 აპრილს ექსკურსია ჰქონდათ იმერეთში. მოინახულეს გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ–მუზეუმები, სადაც დაცულია მათი პირადი ნივთები, ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი სხვა დოკუმენტები. ვანის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც ინახება ჩვ.წთ V!!! საუკუნის ვანის ნაქალაქარში მოპოვებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს და თიხის ნაკეთობები.
- 10
საზაფხულო ფოტოსესია 😚
- 12
ქართული სამოსი
- 9
ასეთი უნდა იყოს ყოველი აკადემიური წლის ბოლო! ყველა საპრიზო ადგილი ჩვენია!❤️ ჩატარდა მათემატიკის საქალაქო ოლიმპიადის ფინალური ეტაპი, გვიმასპინძლა სკოლა ევრო 2000-მა. მონაწილეობდნენ ქალაქის შემდეგი სკოლები: ✅️”მონპარნასი”; ✅️ ევრო 2000 ; ✅️კერძო სკოლა იუჯი ; ✅️კერძო სკოლა პროგრესი; ✅️მე-13 საჯარო ; ✅️კერძო სკოლა თაობა ; ✅️მე-9 საჯარო სკოლა. სამივე საფეხურზე გვყავს გამარჯვებული გუნდები: 🥇ადგილი-მეშვიდე კლასი(კაპიტელი); 🥈ადგილი-მეექვსე კლასი(როტონდა); 🥉მესამე ადგილი-მეათე კლასი(დიადემა). თქვენი შრომის გარეშე ეს შედეგი ვერ დადგებოდა, მადლობა მარიამ და თინათინ მასწავლებელო!❤️ თინათინ ჭანიშვილი Mariam Kapanadze
- 5
სკოლა "მონპარნასის" მე -4 და მე -5 კლასის წარმატებული ასპარეზობა "ტვინების ბრძოლაში". ვუსურვებთ მათ მომავალ წარმატებებს 😘 😇😊
სკოლა “მონპარნასი” ულოცავს ჩვენი სკოლის მოსწავლეს, მარიამ კალანდაძეს, ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ გამარჯვებას ცხოვრებაში!❤️
სკოლა “მონპარნასი” დიდი სიხარულით ულოცავს ჯგუფი “ფრონტონის” თითოეულ წევრს სტუდენტობას. გისურვებთ წარმატებულ მომავალს!❤️ მადლობა ყველა იმ პედაგოგს, რომლებიც 1-ელი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ზრუნავდა მათი ჯანსაღი სასკოლო ცხოვრების შექმნაზე.
სკოლა “მონპარნასი” გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! მოსწავლეებო, მასწავლებლებო, გისურვებთ წარმატებულ აკადემიურ წელს და ბევრ დასამახსოვრებელ დღეს სასკოლო ცხოვრებაში. ჩვენ ერთად ყველაფერი შეგვიძლია!❤️
- 2
მასტერ-კლასი
თიხაზე მუშაობს მე-4 და მე-5 კლასი. საახალწლო სათამაშოების დამზადება
190
ოქროსფერი შემოდგომა
ზღაპარ იყო...
ზღაპარ იყო....
და იყო ზღაპრული შემოდგომა...
პედაგოგი: ანა ოვანესიანი
124
მოქალაქეობა
პედაგოგი: მედეა ფირცხალაიშვილი
3
აი ია
ქართული ენა და ლიტერატურა
პედაგოგი: მანანა გოგოლაძე
59
საყვარელი თამაშის პერსონაჟები
მე -6 კლასი.
მუსიკა
პედაგოგი: ლალი ღლონტი
9
იაკობ გოგებაშვილი
რუსული
პედაგოგი: მარი შევარდნაძე
პრეზენტაცია თემაზე: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია.
24
"მონ-ტურა"
ლიტერატურული კლუბი
...
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო. მონპარნასის თითოეულმა მოსწავლემ ზუსტად იცის, რა გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. პროექტის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, ერთია, იცოდე შენი ქვეყნის ისტორია და მეორე, გიყვარდეს იგი. საიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?! სამშობლოს სიყვარული მაშინ იწყება, როცა იწყებ მისი ისტორიის სწავლას. ისტორია ჩვენთვის მოგონებაა, რომელიც ჩვენ არა მხოლოდ ვიცით, არამედ მასში ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ფესვებია. გადავწყვიტეთ, ჩვენი ,,ფესვები” გაზეთის სახით წარმოგვედგინა. დავიწყეთ პროექტის დამფინანსებელის მოძიება, შემდეგ ჩატარდა კონკურსი მე-8-9 კლასის მოსწავლეებს შორის, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე ყოფილიყო. დავიწყეთ გაზეთის სახელზე, ფორმატზე, ილუსტრაციებზე, დიზაინსა თუ ცალკეულ სტატიებზე მუშაობა.
ასე შეიქმნა სკოლა მონპარნასის პირველი გაზეთი ,,ნარკვევები”.
მადლობა საგაზეთო სტამბა ,,აჭარას" მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯემალ კარალიძეს რესპოდენტობისთვის. სკოლა მონპარნასს თანადგომისთვის და რასაკვირველია, თითოეულ მოსწავლეს დამოკიდებულებასა და სწორი აქცენტისთვის.
გაზეთზე იმუშავეს სკოლა მონპარნასის მოსწავლეებმა:
1. ირაკლი ზაქარაძე - ილუსტრატორ-დიზაინერი
2. გიორგი გორჯელაძე - რედაქტორი
სტატიებზე მუშაობდნენ:
1. სამწლიანი თავისუფლება - ლუკა ბერიძე
2. არქივები კულტურული ცხოვრებიდან - მარი ბეჟანეიშვილი, ლიზი შაქარიშვილი
3. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე - ანა თხილაიშვილი
4. როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობა? რატომ 26 მაისი და არა 9 აპრილი - ლუკა გოგსაძე
5. ინტერვიუ ჯემალ კარალიძესთან - მარი სიხარულიძე; ლიზა მურთაზო
10
...
- IX კლასის პრეზენტაცია თემაზე :
"რომელ ქალაქში ვისურვებდი მოგზაურობას".
საგანი: რუსული ენა და ლიტერატურა.პედაგოგი: მ. შევარდნაძე37
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტუმრობა.
მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ყალიბდება.
ჩვენი სკოლაც მუშაობს ამ მიმართულებით. როცა იცი, მარტივდება გაგება, როცა კრიტიკა ცოდნაზეა დაფუძნებული, შედეგად ვიღებთ “გამოსწორებას”.
ჩვენი მოსწავლეებიც დიდი ხანია იღებენ სამოქალაქო განათლებას და დღეს კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა შედგა.
მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სადაც დიალოგი შედგა მოსწავლეებსა და საკრებულოს წარმომადგენლებს შორის. ისაუბრეს ადგილობრივი თვითმართველობის როლზე, გამიჯნეს ერთმანეთისგან მერიისა და საკრებულოს ფუნქციები და დასვეს ქალაქისთვის აქტუალური საკითხები.
საკრებულოს თავჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ მოსწავლეებს გააცნო სამომავლო გეგმები და გამოთქვა სურვილი მსგავსი ტიპის შეხვედრების ხშირად ჩატარებასთან დაკავშირებით.
სამოქალაქო განათლების მასწაბლებელი - მეგი სურმანიძე.
4
პროექტი -"ენის სიწმინდის დაცვა თანამედროვე პლათფორმების გამოყენებით"
ვიფიქრეთ ძალიან ბევრი ფორმაზე, დიზაინზე, პროექტის დამფინანსებელსა და გავრცელების გზებზე. ფიქრს უკვალოდ არ ჩაუვლია და გამოგვივიდა!
ეფექტური წერილით, პროექტის მნიშვნელობის გააზრებით, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით ხვალიდან ბათუმში, "გუდვილის" ქსელში, ქვითართან ერთად საჩუქრად მიიღებთ "მონპარნასელების" მიერ დამზადებულ წებოვან "სტიკერებს" გრამატიკულად არამართებული და მართებული ფორმებით, QR კოდით, რომლითაც აღმოჩნდებით ჩვენს გვერდზე და მოსწავლეებისგან მოისმენთ სალიტერატურო ენის ნორმებს.
მადლობა #goodwill- ის ქსელს პროექტის მნიშვნელობის გააზრებისა და უყოყმანო თანხმობისთვის,მადლობა მოსწავლეებს საკითხის მიმართ სწორი დამოკიდებულებისათვის, მადლობა სკოლას თანადგომისთვის.
3
ქიმია
სკოლა "მონპარნასი" მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს - ნინო კიკნაძეს, ასისტენტ პროფესორს -გულთამზე თავდგირიძეს, ქიმიის დეპარტამენტის მასწავლებელს- თამარ გოგიტიძეს, ქიმიის სპეციალობის სტუდენტებს: მარიამ რუხაძეს, გოჩა მგელაძეს, ანი შავაძეს, ქიმიის სპეციალობის ბაკალავრს - ლაურა ქორჩილავას, რომელთაც 2023 წლის 24 თებერვალს VIII,IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებს ჩაუტარეს საჩვენებელი ცდები ქიმიაში, ჩაატარეს ვიქტორინა თემაზე: „ქიმია-ჩვენი სამყაროს წარსული, აწმყო და მომავალია“ , აგრეთვე მოისმინეს და დადებითად შეაფასეს სკოლის მოსწავლეთა მიერ მომზადებული საინტერესო პრეზენტაციები , რომელიც წარადგინეს X კლასიდან თამარ ქვრიანმა და მარიამ ბოლქვაძემ, XI კლასიდან დავით ჟღენტმა, ანანო ხახნელიძემ და ანა დიასამიძემ , IX კლასიდან გიორგი გორჯელაძემ , ლუკა ბერიძემ და ირაკლი ზაქარაძემ . ზემოაღნიშნული აქტივობები ემსახურებოდა ქიმიის სპეციალობის პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში.
სკოლა მადლობას უხდის ქიმიის პედაგოგ - გოჩა შავაძეს მოსწავლეთა ქიმიით დაინტერესებასა და სათანადოდ მომზადებისათვის.
All reactions:
1Miranda Dumbadze
18