სიახლეები

          • ფრანგულის გაკვეთილი

          •    მე-5 კლასის , ჯგუფ "ტონდოს" მოსწავლეებმა შექმნეს დაბადების დღის კალენდარი "Mon calendrier danniversaire" და გაკვეთილების ცხრილი (ჩემი გრაფიკი) " Mon emploi du temps", გამოიყენეს ფერები და სხვადასხვა მანიშნებლები, რათა ეფექტური და შთამბეჭდავი ყოფილიყო ნამუშევარი.

             

            პედაგოგი:მირანდა დუმბაძე

          • შეხვედრა საყვარელ მწერალთან

          •      სკოლა მონპარნასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ლალი მასწავლებლის ინიციატივით, გვეწვია წიგნ  "საშლელების" ავტორი, მწერალი თამარ გეგეშიძე. მე-8 კლასელებმა განიხილეს წიგნი, წარადგინეს პრეზენტაცია და ავტორთან გულახდილი საუბრების ფონზე დაასრულეს ნაყოფიერი და სასიამოვნო გაკვეთილი.

          • "სწავლა კეთებით" ქართული ხალხური ინსტრუმენტები

          •     III კლასელებისთვის განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა საყვარელი ლალი მასწავლებლის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა ქაღალდებისგან დაამზადეს ქართული ხალხური საკრავების მოდელები.

                  ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვებს ინსტრუმენტის უკეთ შეცნობაში,თვალსაწიერის გაფართოებაში, აზროვნების და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში.

          • მათემატიკა

          •   მე-2 კლასის  ბავშვებმა მათემატიკის გაკვეთილზე გეომეტრიული ფიგურების დახმარებით შექმნეს მხიარული ჯამბაზები.

             

            პედაგოგი: ნინო  ბექირიშვილი

          • ბუნების შვილისგან


          • მე- 5 კლასის მოსწავლის, მათე როყვას, მიერ შესრულებული დავალება- ვაჟა ფშაველას "ქუჩის" მიხედვით.

            ეჰ, ჩვენ ადამიანებს, ადამიანობა არ ვიცით!

            სულ ყველა ცხოველს ვუკრძალავთ,

            მოსმენას წყაროს ტკბილი ხმის

             ხეები გაგვიჩეხია, ტყეს სილამაზე აკლია,

            ხანძარიც გაგვიჩენია, ასეთ ტკბილ ქვეყანაშიღმერთის შექმნილ ბუნებას,

            არ ვუფრთხილდებით არავინ,

            ეხლაც კი გვესმის ხის ხვნეშა, საწყალის, გადაგდებულის.

            ბოდიშით, რა ვქნათ ბუნებავ, ადამიანობა არ ვიცით!

          • სკოლის გერბი

          • დღეს მასწავლებლები და მოსწავლეები რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა ნიჭსა და სწავლის სურვილს ვერაფერი დააბრკოლებს. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ერთ-ერთი დავალების პირობით, უნდა შექმნილიყო ჩვენი ქალაქის ან სკოლის გერბი(მე-8 კლასი). დავპირდი, რომ საუკეთესოს ავტვირთავდი გვერდზე. თოთოეულმა მოინდომა, მაგრამ დაპირებისამებრ, კლასის მიერ ერთხმად საუკეთესოდ აღიარებულ თამარ ქვარიანის ნაშრომს გამოვაქვეყნებ. "პატარა ვიყავი, როდესაც ჩემმა ხელოვანმა ბიძიამ მასწავლა, ამ სამყაროში საგნებსა და არსებებს შავი კონტური არ გააჩნიათო. ვცადე, დამეხატა შავი, მკაფიო საზღვრების გარეშე. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გამოვყო სხეულები ერთმანეთისგან? მართალია, ყველა ხილის ფერი განსხვავდება, მაგრამ კონტურების გარეშე ისინი ხომ დაიშლებიან და უსასრულობაში გაიფანტებიან? სკოლისთვის გერბი ვერ, მაგრამ მოსწავლის, ანუ ჩემი შეხედულებები, აზრები გადმოვეცი. ნახატს ვინც შეხედავს, იფიქრებს, რომ ავტორმა ფანქრით წრეები აკეთა და დაასრულა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რატომ ავირჩიე ისინი. მათი არსი ზედაპირზე მიმოფანტული არ დაგხვდებათ. თითოეული ჩვენგანი სწორი ხაზია, რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. მშობლები ხაზს ამტკიცებენ და ფორმას აძლევენ. სკოლაში ვიცვლებით, ზოგი დაქსაქსულია, ზოგი უფრო ხსნილი. მასწავლებლები ასხივებენ თავიანთ ჯადოს, რომელიც ზრდის ახალ თაობას, ანათლებს საზოგადოებას, ცვლის სამყაროს. სკოლა ამ ჯადოქრობის შესრულების ადგილია. მასწავლებლები განვითარების საფეხურებს მათივე გადმოცემული ამბებით გვიქმნიან. მოსწავლეები კი ისრუტავენ მტვერსასრუტივით, ეს პროცესი ზრდის ხვეულს და მათ რაოდენობას. სკოლა და მასწავლებლები ხელს უწყობენ ჩვენი "ფორმების" განვითარებას და არსებისგან ქმნიან აზრიან ფორმას, ადამიანს. სკოლა ჩემი უსასრულობაში გაფანტვისა და კონტურების გამოკვეთის ადგილია."