საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო. მონპარნასის თითოეულმა მოსწავლემ ზუსტად იცის, რა გზა გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. პროექტის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, ერთია, იცოდე შენი ქვეყნის ისტორია და მეორე, გიყვარდეს იგი. საიდან იწყება სამშობლოს სიყვარული?! სამშობლოს სიყვარული მაშინ იწყება, როცა იწყებ მისი ისტორიის სწავლას. ისტორია ჩვენთვის მოგონებაა, რომელიც ჩვენ არა მხოლოდ ვიცით, არამედ მასში ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ფესვებია. გადავწყვიტეთ, ჩვენი ,,ფესვები” გაზეთის სახით წარმოგვედგინა. დავიწყეთ პროექტის დამფინანსებელის მოძიება, შემდეგ ჩატარდა კონკურსი მე-8-9 კლასის მოსწავლეებს შორის, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე ყოფილიყო. დავიწყეთ გაზეთის სახელზე, ფორმატზე, ილუსტრაციებზე, დიზაინსა თუ ცალკეულ სტატიებზე მუშაობა.
ასე შეიქმნა სკოლა მონპარნასის პირველი გაზეთი ,,ნარკვევები”.
მადლობა საგაზეთო სტამბა ,,აჭარას" მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯემალ კარალიძეს რესპოდენტობისთვის. სკოლა მონპარნასს თანადგომისთვის და რასაკვირველია, თითოეულ მოსწავლეს დამოკიდებულებასა და სწორი აქცენტისთვის.
გაზეთზე იმუშავეს სკოლა მონპარნასის მოსწავლეებმა:
1. ირაკლი ზაქარაძე - ილუსტრატორ-დიზაინერი
2. გიორგი გორჯელაძე - რედაქტორი
სტატიებზე მუშაობდნენ:
1. სამწლიანი თავისუფლება - ლუკა ბერიძე
2. არქივები კულტურული ცხოვრებიდან - მარი ბეჟანეიშვილი, ლიზი შაქარიშვილი
3. 9 აპრილიდან 9 აპრილამდე - ანა თხილაიშვილი
4. როდის უნდა აღინიშნებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობა? რატომ 26 მაისი და არა 9 აპრილი - ლუკა გოგსაძე
5. ინტერვიუ ჯემალ კარალიძესთან - მარი სიხარულიძე; ლიზა მურთაზო