სიახლეები

          • ...

          • ჩვენო მონპარნასელებო!

            გილოცავთ ახალი წლის დადგომას!!!

            ბევრი სიხარულის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.

            გისურვებთ ჯანმრთელობას.

          • ხელოვნება

          • წარმოგიდგენთ მესამე კლასელების ნამუშევრებს ხელოვნებაში

            წარმოგიდგენთ მესამე კლასელების ნამუშევრებს.

             

            პედაგოგი: ნინო კახიძე

          • ...

          • 2020 წლის საქართველოს ონლაინ- ჩემპიონატის გამარჯვებული მონპარნასელი მარიამ კალანდაძე. 

            ვულოცავთ მას ამ წარმატებას.

          • "ბებოს ლხინი"

          •  ყველასათვის საყვარელი, სათნო, თბილი, ტკბილი და გემრიელი ადამიანი-ბებო განასახიერა მანანა მასწავლებელმა მეორე კლასელებისთვის. ამან კი საინტერესო და ემოციური  გახადა გაკვეთილის მსვლელობა და ამ მოთხრობის შინაარსი, რაც მოსწავლეების თვალებშიც ჩანს.

             

          • "აფიშა"

          •  თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული განცხადება სპექტაკლის, კონცერტის ან ლექციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს შეატყობინოს მაყურებელს, თუ სად, როდის, რა სანახაობა გაიმართება. ჩვენმა პატარებმა ძალიან მოინდომეს და შექმნეს შესანიშნავი, ფერადი და საინტერესო აფიშები.

            პედაგოგი: მ. გოგოლაძე

          • პრეზენტაცია თემაზე : " ტანადობის დარღვევები მოსწავლეებში"

          •    მერვე კლასში, ჯგუფ "კოლორიტში" მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი: "ტანადობის დარღვევები მოსწავლეებში". მრავალი კვლევა ადასტურებს , რომ მოსწავლეების დიდ ნაწილს ტანადობის დარღვევის სხვადასხვა ფორმა აღენიშნება, რაც ზრდასრულ ასაკში მათ სხვადასხვა ტიპის ჯანმრთელობის პრობლემას უქმნის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ტანადობის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე, შეაფასეს ცხოვრების სტილის როლი ტანადობის ჩამოყალიბებაში, იმსჯელეს ტანადობის დარღვევის თავიდან აცილების საშუალებებზე.

            პედაგოგი: თ. თალაკვაძე

          • ...

          •     სიამოვნებით ვიხსენებთ ძველ შეხვედრებს და გიზიარებთ სასიამოვნო მოგონებებს...  10 დეკემბერს ფეხბურთის  მსოფლიო დღეა.  ეს შეხვედრა დიდხანს დარჩება თბილ და წარუშლელ მოგონებად "მონპარნასელებს".

          • შემოდგომის ზეიმი

          •   სკოლა "მონპარნასის" პირველკლასელებმა შემოდგომისთვის დამახასიათებელი ფერთა მოზაიკით , პოეზიითა და მელოდიით გააცილეს ბარაქიანი შემოდგომა და შეეგებნენ ზამთარს. პატარებს დაეხმარნენ კლასის ხელმძღვანელი-ნუნუ მგელაძე, 

            მუსიკის მასწავლებელი- ლალი ღლონტი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი-ნინო კახიძე. კომპოზიცია შედგა მშობლების აქტიური ჩართულობით.

          • ფრანგულის გაკვეთილი

          •    მე-5 კლასის , ჯგუფ "ტონდოს" მოსწავლეებმა შექმნეს დაბადების დღის კალენდარი "Mon calendrier danniversaire" და გაკვეთილების ცხრილი (ჩემი გრაფიკი) " Mon emploi du temps", გამოიყენეს ფერები და სხვადასხვა მანიშნებლები, რათა ეფექტური და შთამბეჭდავი ყოფილიყო ნამუშევარი.

             

            პედაგოგი:მირანდა დუმბაძე

          • შეხვედრა საყვარელ მწერალთან

          •      სკოლა მონპარნასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ლალი მასწავლებლის ინიციატივით, გვეწვია წიგნ  "საშლელების" ავტორი, მწერალი თამარ გეგეშიძე. მე-8 კლასელებმა განიხილეს წიგნი, წარადგინეს პრეზენტაცია და ავტორთან გულახდილი საუბრების ფონზე დაასრულეს ნაყოფიერი და სასიამოვნო გაკვეთილი.

          • "სწავლა კეთებით" ქართული ხალხური ინსტრუმენტები

          •     III კლასელებისთვის განსაკუთრებულად სახალისო და საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა საყვარელი ლალი მასწავლებლის ხელმძღვანელობით. მოსწავლეებმა ქაღალდებისგან დაამზადეს ქართული ხალხური საკრავების მოდელები.

                  ეს ყველაფერი ეხმარება ბავშვებს ინსტრუმენტის უკეთ შეცნობაში,თვალსაწიერის გაფართოებაში, აზროვნების და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში.

          • მათემატიკა

          •   მე-2 კლასის  ბავშვებმა მათემატიკის გაკვეთილზე გეომეტრიული ფიგურების დახმარებით შექმნეს მხიარული ჯამბაზები.

             

            პედაგოგი: ნინო  ბექირიშვილი

          • ბუნების შვილისგან


          • მე- 5 კლასის მოსწავლის, მათე როყვას, მიერ შესრულებული დავალება- ვაჟა ფშაველას "ქუჩის" მიხედვით.

            ეჰ, ჩვენ ადამიანებს, ადამიანობა არ ვიცით!

            სულ ყველა ცხოველს ვუკრძალავთ,

            მოსმენას წყაროს ტკბილი ხმის

             ხეები გაგვიჩეხია, ტყეს სილამაზე აკლია,

            ხანძარიც გაგვიჩენია, ასეთ ტკბილ ქვეყანაშიღმერთის შექმნილ ბუნებას,

            არ ვუფრთხილდებით არავინ,

            ეხლაც კი გვესმის ხის ხვნეშა, საწყალის, გადაგდებულის.

            ბოდიშით, რა ვქნათ ბუნებავ, ადამიანობა არ ვიცით!

          • სკოლის გერბი

          • დღეს მასწავლებლები და მოსწავლეები რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა ნიჭსა და სწავლის სურვილს ვერაფერი დააბრკოლებს. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ერთ-ერთი დავალების პირობით, უნდა შექმნილიყო ჩვენი ქალაქის ან სკოლის გერბი(მე-8 კლასი). დავპირდი, რომ საუკეთესოს ავტვირთავდი გვერდზე. თოთოეულმა მოინდომა, მაგრამ დაპირებისამებრ, კლასის მიერ ერთხმად საუკეთესოდ აღიარებულ თამარ ქვარიანის ნაშრომს გამოვაქვეყნებ. "პატარა ვიყავი, როდესაც ჩემმა ხელოვანმა ბიძიამ მასწავლა, ამ სამყაროში საგნებსა და არსებებს შავი კონტური არ გააჩნიათო. ვცადე, დამეხატა შავი, მკაფიო საზღვრების გარეშე. თავში ერთი აზრი მიტრიალებდა, როგორ გამოვყო სხეულები ერთმანეთისგან? მართალია, ყველა ხილის ფერი განსხვავდება, მაგრამ კონტურების გარეშე ისინი ხომ დაიშლებიან და უსასრულობაში გაიფანტებიან? სკოლისთვის გერბი ვერ, მაგრამ მოსწავლის, ანუ ჩემი შეხედულებები, აზრები გადმოვეცი. ნახატს ვინც შეხედავს, იფიქრებს, რომ ავტორმა ფანქრით წრეები აკეთა და დაასრულა, მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რატომ ავირჩიე ისინი. მათი არსი ზედაპირზე მიმოფანტული არ დაგხვდებათ. თითოეული ჩვენგანი სწორი ხაზია, რომელსაც არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. მშობლები ხაზს ამტკიცებენ და ფორმას აძლევენ. სკოლაში ვიცვლებით, ზოგი დაქსაქსულია, ზოგი უფრო ხსნილი. მასწავლებლები ასხივებენ თავიანთ ჯადოს, რომელიც ზრდის ახალ თაობას, ანათლებს საზოგადოებას, ცვლის სამყაროს. სკოლა ამ ჯადოქრობის შესრულების ადგილია. მასწავლებლები განვითარების საფეხურებს მათივე გადმოცემული ამბებით გვიქმნიან. მოსწავლეები კი ისრუტავენ მტვერსასრუტივით, ეს პროცესი ზრდის ხვეულს და მათ რაოდენობას. სკოლა და მასწავლებლები ხელს უწყობენ ჩვენი "ფორმების" განვითარებას და არსებისგან ქმნიან აზრიან ფორმას, ადამიანს. სკოლა ჩემი უსასრულობაში გაფანტვისა და კონტურების გამოკვეთის ადგილია."

          • მონპარნასი

          • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,,ლედა’’საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მონპარნასი’’

            ჩვენს შესახებ:

            საგანმანათლებლო დაწესებულება,,მონპარნასი’’ ,რომელიც  ბათუმში,დავით აღმაშენებლის 13 -ში მდებარეობს,2006 წლიდან არსებობს.სკოლას ხუთსართულიანი შენობის მესამე სართული უკავია.დაწესებულების დამფუძნებლები აწ გარდაცვლილნი:ნათია ქორიძე და ლევან ჩიბურდანიძე იყვნენ.ძალიან დიდი შრომა ჩადეს  და განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს ,,მონპარნასის’’ განვითარებას განსხვავებული მიდგომებითა და მეთოდებით,რამაც სკოლის წარმატება განაპირობა,თუმც თუკი უფრო ადრინდელ პერიოდს გავიხსენებთ,ჯერ კიდევ ე.წ. 90-იანი წლებიდან იწყება ,,მონპარნასის’’ საინტერესო ისტორია,რომელიც მხოლოდ სტუდიური მუშაობით შემოიფარგლებოდა. ქ-ნი ნათია ხელოვნებათმცოდნე, იყო და თავდაპირველი ჩანაფიქრი ბავშვებთან ურთიერთობისა, სწორედ ხელოვნებისადმი სიყვარული,განათლებული,ერუდირებული ადამიანის ჩამოყალიბება იყო,რომელიც ადვილად მოახდენდა ადაპტირებას სხვადასხვა  ქვეყანაში,ასევე შეძლებდა და  გააცნობდა ჩვენს ქვეყანას,ჩვენს კულტურას უცხოთ .

            წარმატებულმა სტუდიურმა მუშაობამ სკოლის შექმნისა და ჩამოყალიბების იდეა წარმოშვა,განსაკუთრებით აქტიურობდნენ მშობლები,რომლებსაც სურდათ,რომ სწორედ ,,მონპარნასის’’ პედაგოგებს გაეგრძელებინათ მათ შვილებთან მუშაობა.პირველად I-VI,შემდეგ I-IX,ხოლო დღეს საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მონპარნასი’’ სკოლის სამივე        საფეხურს ფლობს: დაწყებითს,საბაზოსა და საშუალოს.

            კოხტა ,კოპწია,სუფთა სკოლა  პროფესიონალებით გამოირჩევა,აღჭურვილია სათანადოდ და ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის.ამჟამად საგანმანათლებლო დაწესებულებას აქტიური,ენერგიული ქალბატონი- მედეა მაკარიძე ხელმძღვანელობს,რომლის ხელმძღვანელობის დროსაც სკოლამ გაიარა ავტორიზაცია 2020წელს და საშუალო საფეხურიც დაემატა.

            საგანმანათლებლო დაწესებულება,,მონპარნასი’’ გამოირჩევა შესანიშნავი მოსწავლეებით,რომლებსაც გააზრებული და გათავისებული აქვთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები,უყვართ სკოლა და ეამაყებათ მონპარნასელობა.

            სკოლაში თბილი,თანამშრომლური,მეგობრული დამოკიდებულება სუფევს მასწავლებელს ,მოსწავლესა თუ ნებისმიერ თანამშრომელს შორის,ტექპესონალი,რომელსაც დღის განმავლობაში უწევს ყოფნა,ასევე სკოლის მნიშვნელოვან,საჭირო და აუილებელ ფიგურას წარმოადგენს,აქტიურად არის სასკოლო ცხოვრებაში ჩართული,რაც ასევე სასწავლებლისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

            ,,მონპარნასში’’ პრიორიტეტი დამოკიდეულება,თანამშრომლობა და კოლეგიალურობაა.