სკოლა "მონპარნასი" მასპინძლობს ბელგიელ პედაგოგს შარლ ბეკლარს, რომელიც 3 თვის განმავლობაში ფრანგული ენის გაკვეთილებს ჩაუტარებს მე-5, მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 კლასებს.
უცხოელი პედაგოგის სტაჟირება დაფინანსებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ უცხოეთში სტაჟირების პროგრამის ფარგლებში.
სკოლა "მონპარნასი" მადლობას უხდის უცხოეთში სტაჟირების პროგრამის კოორდინატორს ნინო ბერაძეს და ბათუმის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის , როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
სიცოცხლის სიყვარულით, ხალისითა და თბილი ურთიერთობებით გამორჩეულ მშვენიერ ქალბატონს მედეას ვულოცავთ დაბადების დღეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებთ, დიდხანს იბრწყინოს მის თვალებში ბედნიერებამ, რომელიც ახლობელთა კეთილდღეობით არის გამოწვეული.
პირველკლასელების მიერ დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები.
პედაგოგი: ლალი ღლონტი.
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
ფრანგულის გაკვეთილზე შექმნილი აფიშები:)
დაბადების დღეს გილოცავთ, ნათია მასწავლებელო!
ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ რა გაგიხარდებოდათ ყველაზე ძალიან, ალბათ, ლუკასთან ,მარისთან ,ანასა და სოფოსთან საუბარი გაგახარებდათ ყველაზე მეტად, პატარა სანდროს საყვარელი ჟღურტული კი ყველაფერს დაგავიწყებდათ. მედეა მასწავლებელთან დის სითბოთი გაჟღერებული საუბარი დაუსრულებელი იქნებოდა, ამოუწურავი და მშვიდი.
ალბათ, როგორ მოეთბობოდით და ბევრ მადლობას გადაუხდიდი ბატონ ავთოს, რამდენი რამ გააკეთა სკოლისათვის.
ალბათ , ყველაზე მეტად საკუთარ მოსწავლეებთან საუბარი გაგახარებდათ, რა სიამოვნებით აუხსნიდით და დაანახებდით მათ სხვადასხვა საკითხს, თან ხედვის განსხვავებულ,საინტერესო მხარეს მოუძებნიდით. ალბათ,ყველაზე მეტად ჩვენს პედაგოგებთან შეხვედრა გაგახარებდათ, როგორი სიამოვნებით მოგისმენდათ თითოეული მათგანი და შეხვედრის შემდეგ თავისთვის წაიღებდა გამოყოლილ ემოციას ,როგორც ძვირფას შენაძენს იმ საუბრიდან.
ალბათ, სიამოვნებით შეივლიდით ქ. ქეთევანთან სამზარეულოში და ბევრ რამეზე ისაუბრებდით, რომელიც დანარჩენ თანამშრომლებს არ ეცოდინებოდათ(თვენ თქვენებური ,,საიდუმლოებები“ გქონდათ სითბოთი და პატივისცემით გაჯერებული).ახლა ქეთევანს ხათუნა უდგას გვერდით და ერთად აგრძელებენ ზრუნვას მონპარნასზე. ალბათ ,ისევ ისაუბრებდით კოორდინატორებთან და ბევრ საკითხს გადაწყვეტდით ორიგინალურად, იპოვიდით გამოსავალს ბევრ რთულ სიტუაციაში. მადლობას გადაუხდიდით მზრუნველობისთვის და გულს გაუთბობდით.
ნინო,მარინა,მირანდა და მედეა მასწავლებელი ისევ ისე ღირსეულად ხელმძღვანელობენ თავიანთ ჯგუფებს, მათ ნათია,ლალი,ნუნუ,ლაშა,თეა და ვერიკო შეემატათ. ალბათ იცით, ნათია მასწავლებელო, რომ ჩვენ ბევრი სირთულე გამოვიარეთ და ბევრიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს, რადგან სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და როგორც შვილს, ისე უნდა მოვლა და ყურადღება (კარგად მახსოვს,,მონპარნასი’’ ჩემი შექმნილია და ჩემი შვილიაო, ამბობდით). ალბათ იცით, აქ ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენთან უკვე თორმეტი კლასია, ბევრი სირთულე გადავლახეთ და მივაღწიეთ. ყველამ, როგორც შეძლო, ისე იშრომა, არავის დაუკლია თავისი წილი მზრუნველობა და პასუხისმგებლობა, აქ ჩვენმა იურისტმა-ნინომ ძალიან იყოჩაღა,დიდი ხნის თანამშრომელივით გაითავისა და გადაინაწილა ,იტვირთა უზარმაზარი და რთული საქმე. ვიცი,მადლობას ეტყოდით ამის გამო.
ალბათ იცით, ძალიან საყვარელი პირველკლასელები გვყავს, წარმომიდგენიათ, როგორ მოესიყვარულებოდით და გულში ჩაიკრავდით მათ. ნუნუ მასწავლებელი არ აკლებს მზრუნველობას, ვიცი მოგეწონებოდათ,მადლობას ეტყოდით. იცით,რა კარგები არიან ჩვენი მონპარნასელები?გაიზარდნენ, შეიცვალნენ,უკვე დიდები არიან,მათთან სიამოვნებით ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით უფროსკლასელებთან, რომელთაგანაც სერიოზულ რჩევასაც მიიღებს უკვე ნებისმიერი ჩვენგანი.
ალბათ იცით, თანამშრომელთაგან რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო სხვადასხვა სამსახურში წავიდა, თუმცა ყველა მათგანი საოცარი რეპუტაციით სარგებლობს, იმდენი ასწავლეთ და გამოზარდეთ არა მარტო პედაგოგებად, არამედ ლომის წილი გაქვთ მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში. ალბათ იცით,ახალი თანამშრომლები ჰყავს სკოლას, რომლებსაც დღემდე ვესაუბრებით თქვენი პიროვნების შესახებ და ვცდილობთ ყველა ის პრინციპი და მუშაობის სტილი გავაცნოთ, როგორც ჩამოაყალიბეთ მონპარნასში,ამიტომ არავის უკვირს ხმის დაბალი ტონალობისა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების მნიშვნელობაზე განსაკუთრებული აქცენტი.
სკოლამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიიღო ლალი,ლალი,ვერიკო,აქსანა,ლია,ლია,თინათინი,ლაშა,ნიკა,თეა,კობა,სოფო,ნათია,მაია,ეკა,ნინო,თამუნა და ნუნუ მასწავლებელი,ახლა მათაც მონპარნასელები ჰქვიათ და აქტიურად არიან სკოლის ცხოვრებაში ჩართულნი( სულ ვცდილობ წარმოვიდგინო,რა შთაბეჭდილებას მოახდენდა თითოეული თქვენზე და როგორ იამაყებდნენ ისინიც თქვენით).მონპარნასზე ზრუნავს ყველა, ვინც კი იქ მუშაობს,ნინო ექიმი ქ.მაგულისთან ერთად ზრუნავს სკოლის მოწესრიგება-ჰიგიენაზე. ნინო თავისი ნიჭის წყალობით სხვა სფეროშიც ეხმარება სკოლის ყველა პედაგოგს.
ყველა ერთმანეთით ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვუდგავართ გვერდით, ლამის ოჯახისაგან არ გამოგვერჩევა ჩვენი სამსახური,ჰოდა, ყველამ უზომოდ გავიხარეთ, პაწაწინა მარიამის მოვლინებით,მხოლოდ ესაა მიზეზი თეას რომ ვპატიობთ სამსახურში მოუსვლელობას,თორემ სკოლას ყველა თავისი წევრი უსაშველოდ სჭირდება.
პანდემიამ გაგვირთულა სასკოლო პროცესი, როგორც იქნა დავბრუნდით სკოლის სივრცეში და ისევ აჟრიამულდა სკოლა,თუმცა სიფრთხილე იგრძნობა მომეტებულად ყველა კუთხე-კუნჭულში. განწყობას ბატონი სურენი გვიმაღლებს, შესასვლელში დილიდან რომ გვეგებება თერმომეტრითა და სადეზინფექციო ხსნარით, დიდი მისია აქვს დილიდან,მთელი დღე არ არის მისი დასვენება,ბატონ ავთოსთან ერთად სკოლის კეთილდღეობაზე ზრუნავს,კობა და ლაშაც ამოუდგა გვერდით საერთო საქმეს და უანგაროდ,მართლაც საოცარი შემართებით იშრომეს და ბევრი რამ მოაწესრიგეს სკოლის სივრცეში.
ყველაფერი კი სტუდიით დაიწყო, სადაც დღესაც მედეა მასწავლებელი მაიკოს, ანნას, ირმას,ინოლას, თამილას, შორენასა და მარგოსთან ერთად კვლავ ცდილობს პანდემიის შემდეგ განაახლოს ადრინდებულად თბილი და სასიამოვნო ურთიერთობები პატარა აღსაზრდელებთან ერთად, რომლებიც რამდენი ხანია მოუთმენლად ელოდნენ სტუდიის კარების გახსნას.
კიდევ რამდენი რამის თქმა შეიძლება,ბევრს მოგიყვებოდით ნათია მასწავლებელო მკითხველის დაღლის რომ არ მერიდებოდეს ,მე ,თამრიკო კი ვცდილობ,ხელი შევუწყო ამ კეთილშობილი ადამიანების თავდაუზოგავ მუშაობას,მათთან ერთად ვიშრომო და ვიღვაწო,ვისწავლო საკუთარ შეცდომებზე და თანაგუნდელებთან ,ჩვენი მოსწავლეების მშობლებთან ერთად , რომლებსაც ასევე აქტიური როლი აქვთ სკოლის ცხოვრებაში, გავაგრძელო ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობა, სადაც დავჭირდები
" მონპარნასს" ყველაზე მეტად.
ვმუშაობთ ,ვსწავლობთ ,ვიბრძვით, ვქმნით ,ვასწავლით და არ გივიწყებთ, ნათია მასწავლებელო!
უფალმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სული, გვენატრებით, ვითმენთ ამ მონატრებას ჩუმად, ვლოცულობთ და ვცხოვრობთ როგორც ვახერხებთ. მონპარნასი ჩვენი სახლია , რომელიც თქვენ ააშენეთ. 2021წ.07.03
მერვე კლასის მიერ წარმოდგენილი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია საწერი მასალის ისტორიაზე. დახვეწილი ვიზუალური მხარე და შინაარსის მრავალფეროვნება სასიამოვნოს ხდიდა პროცესს.
ახალი გალერეა ექსკურსია დაემატა ფოტო ალბომში
ახალი გალერეა დაბადების დღეები დაემატა ფოტო ალბომში
ახალი გალერეა სათამაშოს გამოსეირნების დღე დაემატა ფოტო ალბომში
ახალი გალერეა ზეიმი დაემატა ფოტო ალბომში
არქივი
სკოლა ,,მონპარნასი'' დისტანციური სწავლებიდან სწავლას სასკოლო სივრცეში აგრძელებს.
ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასი აქვს". სკოლა დაიწყო შთამბეჭდავი პრეზენტაციით. დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის"- მერვე კლასელთა განხილვის საგნად იქცა. დახვეწილი ვიზუალურ-შინაარსობრივი მხარე და სწორი მიგნებები.
პრეზენტატორები: თათული ქვარიანი, ანნა ტიხონინი, ანა ბერიძე, ნატალი ანანიძე, ბარბარე ჯოგლიძე, სანდრო მსხალაძე. მექვსე გვერდზე წარმოდგენილი შესანიშნავი ნახატის იდეა ეკუთვნის ანა ქათამაძეს.
მართმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
გილოცავთ! ამ დღის მადლი შეგეწიოთ.
პირველკლასელები გვილოცავენ ახალ წელს:**
მონპარნასელებო, გილოცავთ ახალ წელს!
მინდა, ჩემი სიტყვა მივაწვდინო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონპარნასელად თვლის თავს: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს.
მონპარნასელობა ბევრი რამაა: 2006 წლიდან დღემდე მისთვის არსებობა და მისით არსებობის ბედნიერებაცაა, რთული გზაცაა და მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი ერთ ოჯახად აღიარების ფორმაცაა ერთდროულად. ჩვენ ერთად ვიმარჯვებდით ყველა გამოწვევის წინაშე და ეს არ იყო ერთპიროვნული გამარჯვება.
გილოცავთ და გლოცავთ! დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2021 წელი და პირველ რიგში, იმედი და რწმენა მოეტანოს უკეთესი მომავლისა.
სკოლა ,,მონპარნასის’’ დირექცია მადლობას უხდის თანამშრომლებს ერთგულებისათვის, დაუღლელი შრომისათვის, სწავლების ურთულეს პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევისათვის, გზების ძიებისათვის, საოცარი სასწავლო რესურსების შექმნისა და გვერდითდგომისათვის.
განსაკუთრებული მადლობა პირველკლასელებს, რომელთაც ჯერ არ უხილავთ სკოლის კედლები და მიუხედავად ამისა, საოცარი ინტერესით, სიყვარულითა და მონდომებით არიან ონლაინგაკვეთილების მიმართ განწყობილნი. მადლობა მათ დამრიგებელს სრულყოფილი მობილიზებისა და ხარისხიანი მუშაობისათვის, მადლობა პირველკლასელთა მშობლებს, რომლებიც თავიდანვე საოცარი შემართებით,დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთვნენ განსხვავებულ სასწავლო პროცესში.
მადლობა უკვე შვილებთან ერთად წლების განმავლობაში მონპარნასელებად ქცეულ მშობლებს, რომლებიც სწორად, გააზრებულად და შეგნებული დამოკიდებულებით თანამშრომლობენ ჩვენთან.
მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვეს ონლაინურთიერთობებისა და ვირტუალურ სივრცეში საოცარი თანამშრომლობისთვის. მათ საჭირო და შესაფერისი ურთიერთობები ჩამოაყალიბეს პედაგოგებთან ციფრული ტექნოლოგიის შესწავლისა და გააზრება-დახვეწაში.
მადლობა ახალ თანამშრომლებს, რომელთაც სრულყოფილად არც კი გავცნობივართ და მაინც უზადო პასუხისმგებლობითა და ენერგიით არიან ჩართულები სასწავლო პროცესში .
მადლობა ძველ თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ახალ პედაგოგებთან და უზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას.
მადლობა,თანამშრომლებს,რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობენ,მაგრამ დიდი წვლილი შეიტანეს მონპარნასის საონტერესო ისტორიის შექმნაში და მონპარნასის,როგორც სკოლის ჩამოყალიბებაში.
მადლობა ყველა სირთულესა და დაბრკოლებას, რომელმაც გვასწავლა ბრძოლა, შეგვძინა გამოცდილება და უკეთ მუშაობა გვასწავლა.
მიუხედავად ბევრი სირთულისა, წელს შევძელით, გამოგვივიდა და ავტორიზაცია გავიარეთ, ყოველთვის გვენანებოდა, მეშვიდე კლასიდან სხვაგან გაფრენილი ჩვენი დაზრდილი და დაფრთიანებული ბარტყები და ახლა უკვე თორმეტი კლასია მონპარნასში.
ვიფიქროთ უკეთეს დღეებზე, ვიშრომოთ და ვიღვაწოთ.
ყველაფერი კარგად იქნება! გილოცავთ ახალ წელს!
2021წ. 01.01. პატივისცემით: სკოლა,,მონპარნასის’’ დირექცია.
Powered by aSc EduPage