4
სკოლის ისტორიას შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი დღეები ქმნის. ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო. უშუალო ურთიერთობები და საინტერესო საუბრებიც საკმარისია. ჩვენს სკოლაში დღეს სწორედ ასეთი დასამახსოვრებელი დღე შედგა. სტუმრად გვყავდა ძალიან კარგი, პოზიტიური, საინტერესო ადამიანი ქალბატონი თამარ ნიკურაძე. "ციგრიტის" წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტეთ, წიგნის პრეზენტაცია ავტორთან ერთად გაგვევლო და ეს დღე სკოლის ისტორიაში შეგვეტანა.