სიახლეები

          • ...

          • სკოლა ,,მონპარნასი'' დისტანციური სწავლებიდან სწავლას სასკოლო სივრცეში აგრძელებს.

          • პრეზენტაცია

          •   ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს გარეშე გახვრეტილი გროშის ფასი აქვს". სკოლა დაიწყო შთამბეჭდავი პრეზენტაციით. დენიელ კიზის "ყვავილები ელჯერნონისთვის"- მერვე კლასელთა განხილვის საგნად იქცა. დახვეწილი ვიზუალურ-შინაარსობრივი მხარე და სწორი მიგნებები.

            პრეზენტატორები: თათული ქვარიანი, ანნა ტიხონინი, ანა ბერიძე, ნატალი ანანიძე, ბარბარე ჯოგლიძე, სანდრო მსხალაძე.  მექვსე გვერდზე წარმოდგენილი შესანიშნავი ნახატის იდეა ეკუთვნის ანა ქათამაძეს.

          • ...

          • მონპარნასელებო, გილოცავთ ახალ წელს!

              მინდა, ჩემი სიტყვა მივაწვდინო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონპარნასელად თვლის თავს: მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს.

             მონპარნასელობა ბევრი რამაა: 2006 წლიდან დღემდე მისთვის არსებობა და მისით არსებობის ბედნიერებაცაა, რთული გზაცაა და მრავალწლიანი გამოცდილებით შექმნილი ერთ ოჯახად აღიარების ფორმაცაა ერთდროულად. ჩვენ ერთად ვიმარჯვებდით ყველა გამოწვევის წინაშე და ეს არ იყო ერთპიროვნული გამარჯვება.

              გილოცავთ და გლოცავთ! დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2021 წელი და პირველ რიგში, იმედი და რწმენა მოეტანოს უკეთესი მომავლისა.

             სკოლა ,,მონპარნასის’’ დირექცია მადლობას უხდის თანამშრომლებს ერთგულებისათვის, დაუღლელი შრომისათვის, სწავლების ურთულეს პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევისათვის, გზების ძიებისათვის, საოცარი სასწავლო რესურსების შექმნისა და გვერდითდგომისათვის.

             განსაკუთრებული მადლობა პირველკლასელებს, რომელთაც ჯერ არ უხილავთ სკოლის კედლები და მიუხედავად ამისა, საოცარი ინტერესით, სიყვარულითა და მონდომებით არიან ონლაინგაკვეთილების მიმართ განწყობილნი. მადლობა მათ დამრიგებელს სრულყოფილი მობილიზებისა და ხარისხიანი მუშაობისათვის, მადლობა პირველკლასელთა მშობლებს, რომლებიც თავიდანვე საოცარი შემართებით,დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთვნენ განსხვავებულ სასწავლო პროცესში.

              მადლობა უკვე შვილებთან ერთად წლების განმავლობაში მონპარნასელებად ქცეულ მშობლებს, რომლებიც სწორად, გააზრებულად და შეგნებული დამოკიდებულებით თანამშრომლობენ ჩვენთან.

              მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე საკმაო გამოცდილება დააგროვეს ონლაინურთიერთობებისა და ვირტუალურ სივრცეში საოცარი თანამშრომლობისთვის. მათ საჭირო და შესაფერისი ურთიერთობები ჩამოაყალიბეს პედაგოგებთან ციფრული ტექნოლოგიის შესწავლისა და გააზრება-დახვეწაში.

              მადლობა ახალ თანამშრომლებს, რომელთაც სრულყოფილად არც კი გავცნობივართ და მაინც უზადო პასუხისმგებლობითა და ენერგიით არიან ჩართულები სასწავლო პროცესში .

              მადლობა ძველ თანამშრომლებს, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ახალ პედაგოგებთან და უზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას.

              მადლობა,თანამშრომლებს,რომლებიც ჩვენთან აღარ მუშაობენ,მაგრამ დიდი წვლილი შეიტანეს მონპარნასის საონტერესო ისტორიის შექმნაში და მონპარნასის,როგორც სკოლის ჩამოყალიბებაში.

                 მადლობა ყველა სირთულესა და დაბრკოლებას, რომელმაც გვასწავლა ბრძოლა, შეგვძინა გამოცდილება და უკეთ მუშაობა გვასწავლა.

               მიუხედავად ბევრი სირთულისა, წელს შევძელით, გამოგვივიდა და ავტორიზაცია გავიარეთ, ყოველთვის გვენანებოდა, მეშვიდე კლასიდან სხვაგან გაფრენილი ჩვენი დაზრდილი და დაფრთიანებული ბარტყები და ახლა უკვე თორმეტი კლასია მონპარნასში.

              ვიფიქროთ უკეთეს დღეებზე, ვიშრომოთ და ვიღვაწოთ.

             ყველაფერი კარგად იქნება! გილოცავთ ახალ წელს!

            2021წ. 01.01. პატივისცემით: სკოლა,,მონპარნასის’’ დირექცია.

          • ...

          • ჩვენო მონპარნასელებო!

            გილოცავთ ახალი წლის დადგომას!!!

            ბევრი სიხარულის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს.

            გისურვებთ ჯანმრთელობას.