ვიფიქრეთ ძალიან ბევრი ფორმაზე, დიზაინზე, პროექტის დამფინანსებელსა და გავრცელების გზებზე. ფიქრს უკვალოდ არ ჩაუვლია და გამოგვივიდა!
ეფექტური წერილით, პროექტის მნიშვნელობის გააზრებით, მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით ხვალიდან ბათუმში, "გუდვილის" ქსელში, ქვითართან ერთად საჩუქრად მიიღებთ "მონპარნასელების" მიერ დამზადებულ წებოვან "სტიკერებს" გრამატიკულად არამართებული და მართებული ფორმებით, QR კოდით, რომლითაც აღმოჩნდებით ჩვენს გვერდზე და მოსწავლეებისგან მოისმენთ სალიტერატურო ენის ნორმებს.
მადლობა #goodwill- ის ქსელს პროექტის მნიშვნელობის გააზრებისა და უყოყმანო თანხმობისთვის,მადლობა მოსწავლეებს საკითხის მიმართ სწორი დამოკიდებულებისათვის, მადლობა სკოლას თანადგომისთვის.