სიახლეები

          • მონპარნასი

          • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,,ლედა’’საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მონპარნასი’’

            ჩვენს შესახებ:

            საგანმანათლებლო დაწესებულება,,მონპარნასი’’ ,რომელიც  ბათუმში,დავით აღმაშენებლის 13 -ში მდებარეობს,2006 წლიდან არსებობს.სკოლას ხუთსართულიანი შენობის მესამე სართული უკავია.დაწესებულების დამფუძნებლები აწ გარდაცვლილნი:ნათია ქორიძე და ლევან ჩიბურდანიძე იყვნენ.ძალიან დიდი შრომა ჩადეს  და განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს ,,მონპარნასის’’ განვითარებას განსხვავებული მიდგომებითა და მეთოდებით,რამაც სკოლის წარმატება განაპირობა,თუმც თუკი უფრო ადრინდელ პერიოდს გავიხსენებთ,ჯერ კიდევ ე.წ. 90-იანი წლებიდან იწყება ,,მონპარნასის’’ საინტერესო ისტორია,რომელიც მხოლოდ სტუდიური მუშაობით შემოიფარგლებოდა. ქ-ნი ნათია ხელოვნებათმცოდნე, იყო და თავდაპირველი ჩანაფიქრი ბავშვებთან ურთიერთობისა, სწორედ ხელოვნებისადმი სიყვარული,განათლებული,ერუდირებული ადამიანის ჩამოყალიბება იყო,რომელიც ადვილად მოახდენდა ადაპტირებას სხვადასხვა  ქვეყანაში,ასევე შეძლებდა და  გააცნობდა ჩვენს ქვეყანას,ჩვენს კულტურას უცხოთ .

            წარმატებულმა სტუდიურმა მუშაობამ სკოლის შექმნისა და ჩამოყალიბების იდეა წარმოშვა,განსაკუთრებით აქტიურობდნენ მშობლები,რომლებსაც სურდათ,რომ სწორედ ,,მონპარნასის’’ პედაგოგებს გაეგრძელებინათ მათ შვილებთან მუშაობა.პირველად I-VI,შემდეგ I-IX,ხოლო დღეს საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მონპარნასი’’ სკოლის სამივე        საფეხურს ფლობს: დაწყებითს,საბაზოსა და საშუალოს.

            კოხტა ,კოპწია,სუფთა სკოლა  პროფესიონალებით გამოირჩევა,აღჭურვილია სათანადოდ და ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის.ამჟამად საგანმანათლებლო დაწესებულებას აქტიური,ენერგიული ქალბატონი- მედეა მაკარიძე ხელმძღვანელობს,რომლის ხელმძღვანელობის დროსაც სკოლამ გაიარა ავტორიზაცია 2020წელს და საშუალო საფეხურიც დაემატა.

            საგანმანათლებლო დაწესებულება,,მონპარნასი’’ გამოირჩევა შესანიშნავი მოსწავლეებით,რომლებსაც გააზრებული და გათავისებული აქვთ თავიანთი უფლებები და მოვალეობები,უყვართ სკოლა და ეამაყებათ მონპარნასელობა.

            სკოლაში თბილი,თანამშრომლური,მეგობრული დამოკიდებულება სუფევს მასწავლებელს ,მოსწავლესა თუ ნებისმიერ თანამშრომელს შორის,ტექპესონალი,რომელსაც დღის განმავლობაში უწევს ყოფნა,ასევე სკოლის მნიშვნელოვან,საჭირო და აუილებელ ფიგურას წარმოადგენს,აქტიურად არის სასკოლო ცხოვრებაში ჩართული,რაც ასევე სასწავლებლისადმი პატივისცემის გამოხატულებაა.

            ,,მონპარნასში’’ პრიორიტეტი დამოკიდეულება,თანამშრომლობა და კოლეგიალურობაა.