სასკოლო გეგმა
სკოლის მისია:
შეზღუდული საზოგადოება ,,ლედას’’ საგანმანათლებლო დაწესებულება ,,მონპარნასის’’ მისიაა:
►ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით აღზარდოს ინტელექტუალური, წარმატებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე პიროვნებები;
► შექმნას პირობები,რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს,მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი ზოგადი განათლება;
►შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები,რომელიც დაეხმარება წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში;
► დაეხმაროს მოსწავლეს პიროვნული,ზნეობრივი და ვიზუალური შესაძლებლობის განვითარებაში.
სკოლა ,,მონპარნასის’’ მიზანია მოსწავლეებში:
►ინტელიგენტური ნორმების ჩამოყალიბება.
►ტოლერანტულობის, თანაგანცდის გრძნობებისა და მასთან დაკავშირებული უნარების ჩამოყალიბება.
►ნიუანსების გათავისება და მისი მნიშვნელობის მცნება.
►გემოვნების ჩამოყალიბება ( ყველაფერი რაც ბრწყინავს , ოქრო არ არის).
►სხვისი აზრის მოსმენა და გათავისება.
►საკუთარი აზრის სწორი ფრაზეოლოგიური სტრუქტურით ჩამოყალიბება.
►ნებისმიერი წაკითხული თუ მოსმენილი მასალის ანალიზის უნარის განვითარება.
►სამყაროს იმპრესიონისტული ხედვა (მისი მრავალფეროვნების აღქმა).
►როგორც საკუთარი, ისე სხვათა უფლებებისა და მოვალეობების გაგება/პატივისცემა. გათავისება.
►მსჯელობის დისკუსიის , კამათის კულტურის, ჩამოყალიბება ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარეშე.
►ადაპტაციის უნარის განვითარება (უცხო გარემოში საკუთარი თავის დამკვიდრება).
მთავარი პოსტულატი:
„არა მარტო განათლება, არამედ აღზრდაც"
სკოლის პრიორიტეტები:
- პარალელური ჯგუფები არ ექვემდებარება ნუმერაციას, თითოეულ მათგანს აქვს თავისი სახელწოდება, ძირითადად ხელოვნების ტერმინოლოგიიდან, რომელსაც ვანიჭებთ სიმბოლურ დატვირთვას.
- სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს ენიჭებათ თითოეული მასწავლებლისგან მაქსიმალური ქულა 3. გამოყენებულია წინასწარ შემუშავებული ძირითადი კრიტერიუმი .
თუკი მოსწავლე დააგროვებს შეფასების მაქსიმუმს, მას გადაეცემა მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქარი (წიგნი,სუვენირი).
- ხდება მასწავლებლის შეფასება მოსწავლის მიერ, რომელსაც ატარებს დირექტორი. მასწავლებელი, რომელიც ყველა ჯგუფში მიიღებს მაქსიმალურ შეფასებას -10 ქულას, ისიც ღებულობს მადლობის ბარათსა და ფასიან საჩუქარს (წიგნი,სუვენირი).
- უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექსკურსიებს, დევიზით: „გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა“ , (საქართველოს კუთხეების მატერიალურ-კულტურულ-ბუნებრივ ძეგლთა ნახვა გაცნობა). ეწყობა წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე.
- პიკნიკის კულტურის გათავისება- შესწავლა.
- სხვადასხვა საერთაშორისო დღეებისა თუ დღესასწაულების თეატრალიზებული აღნიშვნა: დედამიწის დღე , საყვარელი პერსონაჟის დღე, გადარეული ჩაცმულობის დღე , საყვარელი სათამაშოს სკოლაში გამოსეირნების დღე , ქუდების დღე, შემოდგომის გაცილება, დამამთავრებელი ჯგუფების გამოშვების საღამოები, ფრანგული და ინგლისური კულინარიის დღე...
- V კლასიდან მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიონ დამატებითი უცხო ენა ფრანგულსა და გერმანულს შორის.
- ენის უკეთ შესწავლის მიზნით სკოლაში მოწვეულ იქნა საფრანგეთის მოქალაქე (ბათუმის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე),რომელიც კვირაში ერთხელ ატარებს უცხო ენის გაკვეთილებს (ფრანგული,გერმანული).
- სწავლების მესამე საფეხურის დამატების შემთხვევაში VII კლასიდან სკოლას სპორტის სახეობად არჩეული აქვს ფრენბურთი და რაგბი.
სკოლაში ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შემდეგი საგნები
►ქართული ენა და ლიტერატურა;
►მათემატიკა;
►ბუნებისმეტყველება;
►მე და საზოგადოება;
►ინგლისური ენა;
►რუსული ენა;
►ჩვენი საქართველო;
►ისტორია;
► გეოგრაფია;
►ბიოლოგია;
►ფიზიკა;
►ქიმია;
►სამოქალაქო განათლება;
►სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება;
►სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
►მუსიკა;
►სპორტი;
►ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
►ჭადრაკი.
რაც შეეხება საგნებს: მსოფლიო ლიტერატურა, ფრანგული და გერმანული ენები,მოსწავლეთათვის დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების სახითაა შეთავაზებული.
- სკოლის მიზანი: მოსწავლეებში ინტელიგენტური ნორმების ჩამოყალიბება:
ლიტერატურული მეტყველება ( განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის ბავშვებისათვის, სადაც მეტყველება მეტად კონგლომერატულია),
გალანტურობის ფაქტორი, მადლიერების შეგრძნება.
- ნიუანსების გათავისება და მისი მნიშვნელობის მცნება.
- გემოვნების ჩამოყალიბება ( ყველაფერი რაც ბრწყინავს , ოქრო არ არის).
- სხვისი აზრის მოსმენა და გათავისება.
- საკუთარი აზრის სწორი ფრაზეოლოგიური სტრუქტურით ჩამოყალიბება.
- ნებისმიერი წაკითხული თუ მოსმენილი მასალის ანალიზის უნარის განვითარება.
- სამყაროს იმპრესიონისტული ხედვა
(მისი მრავალფეროვნების აღქმა).
- საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების გათავისება,მიმღებლობის ჩამოყალიბება განსხვავებულობის მიმართ.
- მსჯელობის დისკუსიის , კამათის კულტურის, ჩამოყალიბება ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარეშე.
- ადაპტაციის უნარის განვითარება (უცხო გარემოში საკუთარი თავის დამკვიდრება).
სკოლის ამოცანები:ა) ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით აღზარდოს ინტელექტუალური,წარმატებული,კონკურენტუნარიანი,მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პოზიციის მქონე პიროვნებები;ბ) შექმნას პირობები,რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეს ,მიიღოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ხარისხიანი ზოგადი განათლება;
გ) შესძინოს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები,რომელიც დაეხმარება წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში;
დ) დაეხმაროს მოსწავლეს პიროვნული,ზნეობრივი და ვიზუალური შესაძლებლობის განვითარებაში.
სკოლის ნორმალური ფუნქციონირების განუყოფელი ნაწილია მისი განვითარების გრძელვადიანი და ერთწლიანი გეგმა,რომლის მიზანია განსაზღვროს სკოლის ხედვა და მისია,მისი გრძელვადიანი მიზნები და მათი მიღწევის საუკეთესო და რეალური საშუალებები.ყოველივე ამისთვის ვაკეთებთ ანალიზს.განვითარების რა სტატიაზე ვიმყოფებით,რა არის ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები.შესაძლებლობები და საფრთხეები.ამის შემდეგ ვამუშავებთ სტრატეგიულ მიმართულებებს და მიზნებს,რომელთა საფუძველზეც სკოლა ადგენს ერთწლიანი და გრძელვადიანი (შვიდწლიანი)განვითარების სამოქმედო გეგმას.
კარი N1
სასკოლო და სასწავლო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი განსახორციელებელი აქტივობები
შესასრულებელი აქტივობები და საკითხები
პასუხიმგებელი
პირი
განხორციელების დრო და ვადები
მოსწავლეთა რაოდენობის განსაზღვრა
საქმეთამმართველი
15 სექტემებერამდე.
2
საინფორმაციო მართვის სისტემის განახლება გამართვა, სიახლეების განთავსება
სკოლის მენეჯერი,მდივან-ოპერატორი.
სექტემებერი
მთელი წელი
3.
კლასის დამრიგებებლების განსაზღვრა დამტკიცება
სკოლის დირექტორი;პედსაბჭო.
აგვისტო- სექტემბრის დასაწისი
4.
საკლასო ოთახების გადანაწილება,
(საკლუბო,წრეების, დამატებითი მომსახურების გათვალისწინება)
დირექტორი,კოორდინატორები.
სექტემბრის დასაწყისი
5.
მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროების განკუთვნილი ინვენტარის (რესურსის) განახლება, გადახედვა (რისკის ჯგუფის მოსწავლეების გამოვლენა)
სკოლის დირექტორი,მნე.
სწავლის დაწყებიდან 20 დღეში
6.
უსაფრთხოების ზომებისა და მექანიზმების განახლება
სკოლის დირექტორი;კოორდინატორები.
ევაკუაციის გეგმის მოწესრიგება,ხანძარ საწინააღმდგო საშუალებების შემოწმება ვარგისიანობასთან დაკავშირებით.
7.
საგანამანათლებლო რესურსების განახლება შევსება
სკოლის დირექტორი,ბიბლიოთეკარი.
სექტემბრის დასაწყისში.
8.
სიახლეების სასკოლო საზოგადოებისთვის მიწოდება გაზიარება
ხარისხის მენეჯერი
სწავლის დასაწყისშიც და მთელი წლის განმავლობაში.
კარი N2 სკოლის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტაციცია
1.
სკოლის შინაგანაწესის შეცვლა, შექმნა, დამტკიცება სასკოლო საზოგადოების ჩართვა გაზიარება
სკოლის დირექტორი;საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელები.
აგვისტოს ბოლოს
2
სკოლის კალენდარის შექმნა, სამუშაო და დასვენების დღეების განსაზღვრა
დირექტორი.
სექტემბრის დასაწყისში
3
თანამშრომლებთან ხელშეკრულებების განახლება, გაფორმება
საქმეთა მმართველი
სექტემბრის დასაწყისში
4
სკოლის ბიუჯეტის დათვლა განსაზღვრა
დირექტორი,სკოლის ბუღალტერი
აგვისტოს ბოლოს
5
სკოლის ინვენტარიზაცია
სკოლის დირექტორი.მნე.
აგვისტოს ბოლოს,სექტემბრის დასაწყისში.
6
პედაგოგთა დატვირთვების განსაზღვრა გაწერა.
კათედრების ხელმძღვანელები
სექტემბრის დასაწყისში
7
საგაკვეთილო ცხრილის, დღის რეჟიმის შექმნა განსაზღვრა, სააინფორმაციო მართვის სისტემაში განთავსება .
დირექტორი.
სექტემბრის დასაწყისში
7
სასკოლო გეგმის შექმნა, გაუმჯობესების მექანიზმების განახლება, მონიტორინგის ჯგუფის წევრების განსაზღვრა
სკოლის დირექტორი.
სექტემბრის დასაწყისში
8
9
კარი მესამე მატერიალურ ტექნიკური ბაზა
საკლასო კაბინეტების მოწყობა და მათი აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სკოლის დორექტორი.სკოლის მნე.
აგვისტოს ბოლოს
2
ინვენტარის შევსება, განახლება,
სკოლის დირექტორი.სკოლის მნე.
სექტემბრის დასაწყისში
3.
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიის რეაქტივებით, მულაჟებით შევსება
სკოლის დირექტორი
სექტემბერი
4.
ბიბლიოთეკის შევსება განახლება
სკოლის დირექცია
სასწავლო წლის დასაწყისში და მთელი წლის განმავლობაშიც.
5.
დამატებითი საგანამანათლებო რესურსების მოძიება, შევსება
დირექტორი.
სასწავლო წლის დასაწყისში და წლის განმავლობაშიც.
კარი მეოთხე ადამიანური რესურსი
1
მასწავლებელთა პროფესიული განვითათების თვალსაზრისით ტრენინგებისა და სხვადასხვა საჭირო შეხვედრების მოწყობა-ორგანიზება
დირექტორი.ხარისხის მენეჯერი.
დეკემბრამდე
2
მონიტორინგის ჯგუფის შექმნა სკოლის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.ვერიფიკაციის დოკუმენტებზე მუშაობის დაწყება.
პედსაბჭოს სხდომაზე
5 სექტემბერს
3
საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელების არჩევა.
საგნობრივი გაერთიანებების სხდომებზე
2სექტემბერს
4.
საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელების სამუშაო გეგმების შედგენა
საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელები.
2სექტემბერს
5
პედაგოგიური საბჭოს შეხვედრები,პედ.საბჭოს სამუშაო გეგმის შექმნა
სკოლის დირექტორი,საგნობრივი გაერთიანებების გამგეები.
სექტემბრის დასაწყისში და მთელი წლის განმავლობაში.
6
პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრის ოქმების წარმოება
სკოლის დირექტორი.
სასწავლო წლის დასაწყისში და მთელი წელი.
7.
მოსწავლეთა პირადი საქმეები მოწესრიგება, მონაცემების შევსება
დირექტორი;კლასის დამრიგებელი
მთელი წლის განმავლობაში.
8.
პედაგოგების ურთიერთანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება
დირექტორი,საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელები.
მთელი წლის განმავლობაში.მთელი წლის განმავლობაში.
9.
მოსწავლეთა წარმატებების ბაზის შექმნა, წახალისება
დირექტორი,საგნის პედაგოგი.
სემესტრის ბოლოს,წლის ბოლოს.
10
საჩევენებელი და ღია გაკვეთილების ჩატარება გამოცდილების გაზიარება
დირექტორი,საგნობრივი გაერთიანებების ხელმძღვანელები.
სასწავლო წლის განმავლობაში.
კარი მეხუთე საგანმანათლებლო, პროგრამული შემოქმედებითი აქტივობები
1.
არჩევითი საგნების განსაზღვრა
დირექტორი.
მოსწავლეებთან ერთად სასწავლო წლის დასაწყისში.
2
გახანგრძლივებული ჯგუფის
მომსახურების განსაზღვრა, განახლება, მონიტორინგი
დირექტორი.
სასწავლო წლის დასაწყისში.
3
წრეების შექმნა ამოქმედება
დირექტორი,საგნობრივი გაერთიანების ხელ-ბი.
წლის განმავლობაში.
4
უცხოური ენების კურსის გაძლიერება
უცხო ენის საგნ.გაერთიანების ხელმძღვანელი.
წლის განმავლობაში
5
6.
შემოქმედებითი სახის აქტივობების დაგეგემვა განსაზღვრა
ბიბლიოთეკარი,მუსიკის და ხელოვნების მასწავლებლები.
წლის განმავლობაში.
7.
შიდასასკოლო კონფერენციების, კონკურსების, ოლიმპიადების მოწყობა
დირექტორი,კათედრის გამგეები.
წლის განმავლობაში.
8
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია
სპორტის მასწ. კლასის დამრიგებლები.
სასწავლო წლის განმავლობაში.
9
წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება
სკოლის დირექტორი,საგნის მასწ.
სემესტრისა და წლის ბოლოს.
კარი მეხუთე
(პატრიოტული, საზოგადეოებრივი , ზნეობრივი, შემოქმედებითი ღირებულებების ასამაღლებელი აქტივეობები, ღონისძებები, საღამოეები
1
ქართული ანბანისადმი მიძღვნილი საღამო(Iკლ).
მანანა გოგოლაძე(ქართული ენის მასწ.);კოორდინატორი:მ.ბარამიძე
7.10.2023.
2.
სტუმრად საჯარო ბიბლიოთეკაში(I კლ).
სკოლის ბიბლიოთეკარი ნ.მჟავანაძე,კლასის დამრიგებელი ც.შარაშიძე.
12.10.2023
3.
შემოდგომის პალიტრა(IIIკლ)-კომპოზიციების გამოფენა.
ხელოვნების მასწავლებელი ა.ოვანესიანი.
16.10.2023
4.
ბიბლიოთეკის დღე(VIკლ).
სკოლის ბიბლიოთეკარი-ნ.მჟავანაძე,მუსიკის მასწავლებელი-ლ.ღლონტი
25.10.2023
5.
სკოლაში საყვარელი სათამაშოს გამოსეირნების დღე
კლასის კოორდინატორები
14.11.2023
6.
გონიოს ციხის ,,დალაშქვრა’’,მონაწილეობა არქეოლოგიურ სამუშაოებში.
ისტორიის მასწ:მ.სურმანიძე
28.11.2023
7
ექსკურსიები სხვადასხვა ქართველ მწერალთა სახლმუზეუმებში
კოორდინატორები,ბიბლიოთეკარი.საგნის მასწ.
2023.ოქტომბერი-ნოემბერი.